მერვე დღეა თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე
დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაფიცულები
არიან.
მუშების თქმით, მათ უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება სამი თვეა არ
აუღია. მათივე თქმით, დამსაქმებელი მათ მხოლოდ დაპირებებს აძლევს,
ხელფასებს კი არ გასცემს.
"გუშინ გვითხრეს 15 დღეშიო და ასე გვატყუებენ. ტყუილად მუშაობას
არ ვაპირებთ. როდემდე უნდა ვიყოთ უხელფასოდ. არ გავაგრძელებთ
მუშაობას, სანამ ჩვენს კუთვნილ თანხას არ მოგვცემენ", - ამბობს
ერთ-ერთი დასაქმებული, ბინო ტოხაროვი.
ავტობანზე ბათუმი-თბილისის გზის დამაკავშირებელ მონაკვეთის სამუშაოებს
აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს. სამუშაოების
მწარმოებელი კომპანია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ხელფასების
დროულად გაცემა კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო ვერ
მოხერხდა. კომპანიის დირექტორის თქმით, მუშების წინაშე არსებულ
დავალიანებას 15 დღეში გაისტუმრებენ.
თუმცა, ამ დაპირების არ სჯერათ გაფიცულ მუშებს. მათი თქმით, კომპანიის
დირექტორი მათ ხელფასების გაცემის სხვადასხვა თაღირს ჰპირდება.
ავტობანის ამ მონაკვეთზე, ძირითადად, ახალციხელი მუშები არის
დასაქმებულნი.
მასალის გამოყენების პირობები