ქუთაისში, ,,თიბისი'' ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც
ერთი თვის წინ ორი ნაძვის ხე მოჭრეს,
მერიის დაპირების მიუხედავად,
ახალი ხეები დღემდე არ დაურგავთ.
ახლა ეს ადგილი თითქმის ზედაპირთანაა გასწორებული და იქ
როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე, მომხმარებლები აპარკინგებენ
ავტომანქანებს.
გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალის წინ ორი ნაძვი ქუთაისის
მერიის შესაბამისმა სამსახურმა "თიბისი" ბანკის მიმართვის
შემდეგ მოჭრა.
მაშინ ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ბანკმა მერიას ხეების
დაზიანების შესახებ აცნობა და უსაფრთხოების მიზნით მათი მოჭრა
მოითხოვა, თუმცა, ადგილობრივები ეჭვობდნენ, რომ ხეები განზრახ
გაახმეს, რათა ბანკის წინ საპარკინგე ადგილი გაფართოებულიყო.
ქუთაისიპოსტის მიმართვის შემდეგ, მერიაში განმარტეს, რომ ნერგების
შერჩევა მიმდინარეობს და ბანკის წინ იგივე სახეობის ხეები
დაირგვება.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიამ ნაძვის ხეები "თიბისი" ბანკის
მიმართვის შემდეგ მოჭრა
მასალის გამოყენების პირობები