სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა
ხელფასების გაუცემლობის გამო გაიფიცა.
მათი თქმით, ნაწილს ხელფასები სამ თვეზე მეტია არ აუღია.
"გვეუბნებიან ხელფასები იქნება ხუთშაბათს, მოვიდა ხუთშაბათი, შემდეგ
გვეტყვიან ორშაბათს. მოვიდა ორშაბათი, ხელფასი არ არის და ასე გავიდა
2-3 თვე. ყველას ოჯახი ჰყავს და ყველას ვალი აქვს. ზოგს 3 000 ლარი
აქვს ასარები, ზოგს 4 000", - ამბობს ერთერთი დასაქმებული, ნიკა
ხოხიაშვილი.
მუშები მუშაობის განახლებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელფასები არ
დაირიცხება.
კომპანიის წარმომადგენლები ამ დროისათვის ტელეფონს არ პასუხობენ.
მასალის გამოყენების პირობები