ბაღდათში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდის
დაღუპვის გამო, 10 აგვისტოს სახალხო დღესასწაული
"ზეკარობა 2019" აღარ გაიმართება.
მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა 12 აგვისტოს დაგეგმილი
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც.
ბაღდათის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის,
დავით ზივზივაძისა და მარიამ მაჩიტიძის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა, 6 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მოპედით გადაადგილდებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები