ბაღდათის ცენტრში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა, დავით ზივზივაძე და
მარიამ მაჩიტიძე ემსხვერპლა.
შემთხვევა, 6 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა, ადგილობრივების
ინფორმაციით, ისინი მოპედით გადაადგილდებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, მოქალაქეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის
მერიას თხოვნით მიმართავენ, გადადონ ამ თვეში დაგეგმილი
გასართობ-კულტურული ღონისძიებები.
ბაღდათის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ამ
დროისათვის კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მოგვიანებით
გახდება ცნობილი.
შსს-ის ინფორმაციით საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები