გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, შოთა შანიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებიან.
პრესკლუბ „მედიარუმში“ გამართულ ბრიფინგზე, მსჯავრდებულის მეუღლემ,
სოფიო სლაბინსკიმ განაცხადა, რომ ფარტენაძის ცემაში მონაწილე რეალურ
პირებს, რომელთა შორის იყვნენ ციხის მაყურებლები, პროკურატურამ
ხელი დააფარა, რადგან საქმის ბოლომდე გახსნა თავად უწყების
თანამშრომლებს დააყენებს საფრთხის წინაშე. შოთა შანიძის ოჯახი
აცხადებს, რომ ციხის საკანში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მსჯავრდებული
არ მონაწილეობდა და მან პირიქით, პროკურატურასთან ითანამშრომლა.
თუმცა, ახლა პროკურატურა ამ მასალების სრულ ვერსიას არ ასაჯაროვებს,
რადგან, მათი თქმით, ამ მასალებით შანიძის უდანაშაულობა
მტკიცდება.
მისი თქმით , ფარტენაძის საქმეში რეალური დამნაშავეებზე
ხელის დამფარებლები , ;დღემდე თანამდებობებზე არიან
მსჯავრდებულის ადვოკატის, გიორგი გოგინავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, შოთა შანიძე გამოძიების დაწყების ეტაპიდან თანამშრომლობდა პროკურატურასთან და მან უშაულო მონაწილეობა მიიღო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, თუმცა, პროკურატურა ახლა მალავს ამ მასალებს, რადგან მათი სრულად გასაჯაროებით საკუთარ ინტერესებს დააზარალებს.
„მათ დამალეს მასალების გარკვეული ნაწილი, რომლებიც მიიღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს უშაუალოდ ახორციელდებდა შოთა შანიძე და ამ მასალებით რეალურად მტკიცდება მისი სრული უდანაშაულობა. სწორედ იმიტომ, რომ ამ მასალებით ფარდა ეხდება დანაშაულს არაერთი პირის მიმართ, პროკურატურა მათ ნაწილს მალავს. მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ამ საქმეში განიცადა სრული ფიასკო და ამის შემდეგ პირდაპირ მისცა მითითება სააპალაციო სასამართლოს, რომელმაც თავისი ჩვეული მორჩილებით მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება",- განაცხადა გიორგი გოგინავამ.
ადვოკატი და ოჯახის წევრები მიმართავენ გენერალურ პროკურორს,
შალვა თადუმაძეს, რათა მან უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების სრულად გასაჯაროება.
შოთა შანიძის ადვოკატმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე
წარადგინა ამ მასალების ერთი ნაწილი, როგორც საქმეში ახლად
გამოვლენილი გარემოება, თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ მასალების
საქმეზე დართვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გეგუთის ციხეში, პატიმრის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის
საქმეზე ბრალდებულები -შოთა შანიძე, გიორგი სეხნიაშვილი და ლევან
მოისწრაფიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ
ცნო.
24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით
მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, საკანში მყოფ მსჯავრდებულებს:
შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა
ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და
მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან
გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად
ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის,
კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის
იატაკზე არტყმევინებდნენ.
მომხდარში თავს დამნაშავედ არ ცნობს შოთა შანიძე და ამბობს, რომ
ჩხუბის დროს იგი მხოლოდ გამშველებლის როლში იყო.
ამავე
თემაზე:
გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის საქმეზე
მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს
"საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ" -
გეგუთის ციხეში პატიმრის მკვლელობაზე მსჯავრდებულის
ადვოკატი
მსჯავრდებული, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კვლავ უგონო
მდგომარეობაშია
გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა
თვითმკვლელობა სცადა
გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე
მსჯავრდებულმა, დასკვნითი სიტყვა
წარმოთქვა
მასალის გამოყენების პირობები