ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამკერვალო საწარმო “ქუთექსის”
საბანკო ანგარიშები და მოძრავი ქონება დააყადაღა.
ქონების ნაწილს ყადაღა ადვოკატ, ირაკლი მხეიძის შუამდგომლობის
საფუძველზე დაედო. მხეიძის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებას
საფუძველი დამსაქმებლის მიერ შრომითი უფლებების დარღვევა გახდა, რაც
ხელფასების გაუცემლობაში გამოიხატებოდა.
"ამჟამად, ფაბრიკა გაჩერებულია. დასაქმებულების მომავალი გაურკვეველი,
აგრძელებენ თუ არა მუშაობას, ექნებათ თუ არა ხელფასი, სახელფასო
დავალიანება აუნაზღაურდებათ თუ არა. დამსაქმებელი საზღვარგარეთ არის
და კონტაქტზე არ გამოდის", - ამბობს ირაკლი მხეიძე.
საწარმო “ქუთექსის” 120-მდე თანამშრომელმა საპროტესტო აქცია მიმდინარე
წლის 22 ივლისს გამართა.
მკერავი ქალები ამბობდნენ, რომ მათ არადამიანურ პირობებში უწევთ
მუშაობა და რომ ადმინისტრაცია მათ საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც არ
აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები