გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხუთი აგვისტოდან 7
აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში
უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 6-სა და 7 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს
ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.
"დღეს, 5 აგვისტოს ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. ჰაერის
ტემპერატურა 25-27
0-მდე იქნება. მკვეთრად მოიმატებს
ტემპერატურა 8-9 აგვისტოს. ნავარაუდევია 32-34
0-მდე
სითბო, უმეტესად უნალექო ამინდი", - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
10-11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია გრილი და
ნოტიო ჰაერის შემოსვლა. 10-ში ტემპერატურა დაიკლებს 27-28
0-მდე. ნავარაუდევია მცირე წვიმა და 11-ში უმეტეს რაიონში
გაწვიმდება. მაქსიმალური ტემპერატურა 25-26
0-მდე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები