ახალი ამბები
ქუთაისელი მარტოხელა დედა 8 წლის შვილისთვის დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში ავტომშენებლის N 7 ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, დახმარებას ითხოვს.
როგორც სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძე ამბობს, მისი შვილი, რომელიც 8 წლისაა, ასთმის მძიმე ფორმითაა დაავადებული და სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს.
"ასთმის გარდა, ბავშვს ღვიძლზე  4 ჯვარი აქვს, სასწრაფოდ ესაჭიროება ჰაერის გამოცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მკურნალობა, რაც ჩაუტარდა წყალში ჩაიყრება,"- ამბობს მზექალა აბესაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძეს თქმით, შვილის მკურნალობისთვის დახმარებას 2013 წლამდე ადგილობრივი თვითმმართველობიდან ღებულობდა, თუმცა ბოლო ორი წელია მის მიერ დაწერილ განცხადებებს ქუთაისის მერიაში უარყოფითად პასუხობენ.
" წინა ხელისუფლების პერიოდში 4 წლის მანძილზე გვეხმარებოდა ადგილობრივი ხელისუფლება და გვიშვებდნენ დასასვენებლად აბასთუმანში, ურეკში, ლაშიჭალაში, გარდა ამისა, ვაუჩერის სახით 1600 ლარს ვიღებდით. ახლანდელმა ქალაქის მერმა კი უარით გამომისტუმრა და მითხრა, რომ ჩემს დასახმარებლად არასაკმარისი რესურსი აქვს,"- განმარტავს სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძე.
მზექალა აბესაძის თქმით, ამ დროისთვის მცირწლოვანი შვილისთვის აუცილებელ საჭიროებას ლაშიჭალაში 3 კვირით გამგზავრება წარმოადგენს, რისთვისაც 1500 ლარი ესაჭიროება.
რა პასუხი აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებაში დედის მოთხოვნაზე და მოხდება თუ არა მისი დაკმაყოფილება? "ქუთაისიპოსტი" ინფორმაციას მერიიდან პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.
"2 დღეში თუ არ წავიყვანე, მერე აზრი აღარ აქვს, სექტემბერში წაყვანა აღარ შეიძლება, არადა სამკურნალოდ წასვლა და ჰაერის გამოცვლა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ამბობს მზექალა აბესაძე.

პირებს, რომლებიც დაინტერესდებიან სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძეს პრობლემით, შეუძლიათ დაუკავშირდნენ მითითებულ ნომერზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: (598 24 00 81)  

ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.