ქუთაისში, მწვანე ყვავილას
ქუჩა 73-ში მცხოვრები ჯიშკარიანების ოჯახი დახმარებას
ითხოვს.
ოჯახის უფროსი დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ ორი
წლის წინ მათი ეზოს ჯებირი დაზიანდა, რამაც თავის მხრივ,გზის
საფარიც ჩაანგარია, მერია კი მათ არ ეხმარება.
"გიორგი ჭიღვარიასთან ხუთჯერ ვიყავი მისული. მერიაში
გვეუბნებოდნენ, ტენდერი გამოცხადებულია და თანხა გამოყოფილიო, მაგრამ
ვერავინ იმარჯვებსო. გასულ წელს ჩვენს უბანში სტიქიის შედეგად
დაზიანებული ხიდი აღადგინეს. ჩვენს მეზობლებს, რომლესაც ასევე
ჯებირების პრობლემა ჰქონდათ, მერიამ დახმარება აღმოუჩინა. რა გახდა
ჩვენი დახმარება არ ვიცი", - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
ჯებირის პრობლებას სახლზე გაჩენილი ნაპრალებიც ემატება. იმის გამო,
რომ გზას ბარდიული არ აქვს, ტრანსპორტის მოძრაობის შედეგად დაწოლილი
სიმძიმე საცხოვრებელ სახლებს აწვება და ბზარებიც ჩნდება. ნათელა
ჯიშკარიანის თქმით, ამ საკითზე განცხადება მერიაში ჯერ კიდევ 2016
წელს შეიტანა, თუმცა მათი პრობლემის მოსაგვარებლად თავი არავის
შეუწუხებია.
,,მაშინ რომ ყურადღება მოექციათ, ასე
ძალიან აღარც ღვარცოფის შედეგად დავზიანდებოდით. რაც მოხდა,
მოულოდნელი არ ყოფილა", - ამბობს ნათელა ჯიშკარიანი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მწვანე ყვავილას N 73-ში მცხოვრები
ოჯახის პრობლემას იცნობენ და საკრებულოს წარუდგინეს დადგენილება,
რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეგზავნება. სწორედ მთავრობის
დაფინანსებაზეა დამოკიდებული ჯიშკარიანების ოჯახის პრობლემის
გადაწყვეტაც.
მასალის გამოყენების პირობები