ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მესამე სართულის აივანი იმ დროს
ჩამოინგრა, როდესაც მასზე ასაკოვანი ქალბატონი იდგა.
მომხდარის შედეგად ქალი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების
ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ
მოხერხდა.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისიხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, უსაფრთხოების მიზნით ექსპერტიზა დაინიშნა
კორპსუსის ყველა აივანზე, რათა დადგინდეს მათი მდგრადობა.
მასალის გამოყენების პირობები