წელს ქუთაისში რუსი ტურისტების
რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლისგან
განსხვავებით, რუსეთმა ტურისტების მაჩვენებლით მესამე ადგილიდან
მეოთხეზე გადაინაცვლა. 2019 წელს ყველაზე მეტი დამსვენებელი ქუთაისს
პოლონეთიდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან
ჰყავდა.
ტურიზმის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ივლისის თვეში გასული
წლის ამავე პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 589-ით
შემცირდა.
თუმცა, 2019 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ვიზიტორების
საერთო რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე
მეტია.
მასალის გამოყენების პირობები