ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,
გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა.
მერიაში ამბობენ, რომ გიორგობიანი სამსახურიდან პირადი განცხადების
საფუძველზე წავიდა.
"გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა პირადი განცხადების
საფუძველზე დატოვა. მისი პოსტი უკვე ვაკანტურია",-აცხადებენ მერიის
პრესსამსახურში.
ქუთაისიპოსტი, პოსტიდან წასვლის მიზეზის გასარკვევად
გიორგობიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული
აქვს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პოსტი უახლოეს მომავალში
დატოვონ მერის მოადგილეებმა -იუზა უგულავამ და ნინო თვალთვაძემ,
თუმცა, მერიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები