ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, მრჩეველთა საბჭოს
შემაჯამებელ სხდომაზე აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია
დააანონსა.
მისი თქმით, სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება. ამავე
პერიოდიდან იგეგმება ნიკეა-ავანგარდის გზის რეაბილიტაციაც.
პროექტებს საგზაო დეპარტამენტი დააფინანსებს.
იმისთვის, რომ აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოების განხორციელება
დაიწყოს, ქალაქის მთავარ ქუჩებზე, სადაც რეაბილიტაცია
ახლაც მიმდინარეობს, სამუშაოები უნდა დასრულდეს. სხვა
შემთხვევაში, ახალი ქუჩების გადათხრა ქალაქში გადაადგილების
პრობლემებს შექმნის.
საბჭოს სხდომაზე მერმა პირობა დადო, რომ ორ თვეში ცენტრალურ ქუჩებზე
სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული იქნება.
გაზაფხულიდან ქუთაისში მთავარი ქუჩების უმრავლესობა გადათხრილია.
სამუშაოები მიმდინარეობს ტაბიძის, რუსთაველის,
ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩებზე. წყლის სისტემის
რეაბილიტაციისა და გზის საფარის მოწესრიგების მიზნით,
ასევე, გადათხრილია რამდენიმე ქუჩა სხვადასხვა უბანში.
მასალის გამოყენების პირობები