ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქრო გაიხსნება.
საწარმოს მშენებლობა ზესტაფონის მერიისა და ორგანიზაცია ,,მორიგეს’’ ერთობლივი იდეა იყო. ,,ჯორჯიან მანგანეზს’’ ფართის გამოყოფის თაობაზე მერიამ მიმართა, რის შედეგადაც კომპანიამ უსასყიდლო ფართი გამოჰყო.
ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტში მერიაც თანადაფინანსებით შევა, თუმცა კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ამ პროექტზე, ამ დროისთვის არ იციან.
საწარმო შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებაზე იქნება გათვლილი.
მასალის გამოყენების პირობები