ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე წელს დანამატის რაოდენობა იმის გამო გაზარდეს, რომ თანამშრომლები დამატებით საათებში მუშაობენ.
„როდესაც ღამის საათებში და შაბათ-კვირას უწევთ მუშაობა
თანამშრომლებს, თავისთავად აუცილებელია მიეცეთ დანამატი. მხოლოდ ამის
გამო მოხდა გაზრდა. კარგად შევადაროთ წინა წლებში გაცემული
დანამატების რაოდენობას“,- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ასევე, მერიამ 9000 ლარით გაზარდა საწვავისა და მივლინების
ხარჯებიც.
პირველი ხუთი თვის მონაცემებით, მხოლოდ საწვავში
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 546 ლარი დაიხარჯა. ხოლო, საჯარო
მოხელეებისა და თანამდებობის პირების მივლინებებს 32 931 ლარი
მოხმარდა.
ქუთაისის მერიის გაოთხმაგებული ადმინისტრაციული ხარჯები ნახეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები