ახალი ამბები
ლარმა 2015 წლის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა
FaceBook
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა,
რომლის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,3640 ლარი გახდა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2015 წელს დოლარმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მაისში მიაღწია და ერთი დოლარის ღირებულებამ 2,3637 ლარი შეადგინა.
დღევანდელი მონაცემები დაახლოებით 8 თეთრი ნაკლებია 1999 წლის თებერვლის მაჩვენებელზე, როცა ლარის გაუფასურების მაქსიმალური ზღვარი დაფიქსირდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2,4510 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს -
2.45 ლარს მიაღწია. თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.
ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.7542 ლარი იყო. 
წყარო:bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.