ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა 1943 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 1947 წელს შევიდა. იგი არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის მიერ იქნა აგებული.
მანამდე კი, მერიის შენობის
ადგილას სასაფლაო იყო.
ქალაქის ეროვნული არქივის
ხელმძღვანელ მერაბ კეზევაძის ინფორმაციით, თავიდან შენობის
ტერიტორიაზე მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობდა, კომუნისტური წყობის
დამყარების შემდეგ კი, ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე
ადმინისტრაციული შენობა განათავსეს.
კომუნისტური პარტიის გაუქმების შემდეგ, 1991
წელს, დღევანდელ მერიის შენობაში ქალაქის პრეფექტურა იყო
განთავსებული, ხოლო 1992 წლის შენობაში ქალაქის მთავარი
ადმინისტრაციული ერთეული განთავსდა.
მერიის ადმინისტრაციული შენობა შენობის შესაძლოა
გასხვისდეს.
მერიის შენობის შესაძლო
გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი
ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე,
მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა.
ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი
შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი
კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის
მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო
გასხვისებაზე
ქუთაისელები მერიის შენობის შესაძლო გასხვისებაზე -
ვიდეოგამოკითხვა
"მერიის
შენობა ამ წუთში არ იყიდება“ - ქუთაისის
მერი
მასალის გამოყენების პირობები