ლენტეხის რაიონში რამდენიმე ადამიანი სოკოთი მოიწამლა, ერთი მათგანი
ნახევარ საათში ადგილზევე გარდაიცვალა.
ორი კი გადმოყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში. რეფერალური ჰოსპიტალის
სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას თქმით, შემთხვევა გუშინ 4
საათზე მოხდა, 76 და 67 წლის ორი პაციენტი რამდენიმე საათში
შემოიყვანეს კლინიკაში,
მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,იმყოფებიან რეანიმაციულ
განყოფილებაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.
მასალის გამოყენების პირობები