ქუთაისში,
გზის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 29 და 30
ივლისს, გზის ერთ მონაკვეთზე
გაადგილებასთან დაკავშირებით აკრძალვები წესდება.
ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის მერიის პრესამსახური
ავრცელებს.
"29 ივლისს, დილის 8 სთ-დან, ზ.გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან,
სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე, გზის საფარის აღდგენის სამუშაოების
გამო, ავტომობილების გადაადგილება აიკრძლება. აკრძალვა 30
ივლისის საღამომდე იმოქმედებს.
მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან
გუგუნავას ქუჩის გავლით, სულხან-საბას ქუჩამდე შეძლებენ. აღნიშნულ
მონაკვეთზე შეზღუდვა იმოქმედებს სატვირთო
ავტომობილებზე,.
შეგახსენებთ, რომ გუგუნავას ქუჩის
რეაბილიტაციას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს", -
ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები