იმ მოქალაქეებთან, რომლებიც კონკრეტული სამართლის საქმეში მოწმის ან
დაზარალებულის სტატუსით არიან ჩართული, კოორდინატორები
იმუშავებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი კოორდინატორის სამსახურის
მთავარი ფუნქცია ასეთი პირებისთვის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა
და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
კოორდინატორები იზრუნებენ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ
მოქალაქეების ინფორმირებაზეც.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური
პრიორიტეტულად იმუშავებს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის,
სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულებსა და
საქმის მოწმეებთან, ასევე, შშმ პირებთან, არასრულწლოვნებთან და მათ
წარმომადგენლებთან.
კოორდინატორის სამსახური, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება.
სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და
გამოძიების პროცესის ეფექტურად წარმართვას.
მასალის გამოყენების პირობები