ქუთაისელი კიკბოქსიორები შავი ზღვის თასის მფლობელები გახდნენ.
საერთაშორისო ტურნირი 21-23 ივლისს ურეკში მიმდინარეობდა. მასში
300-მდე სპორტსმენი საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან,
სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობდა.
ტურნირში ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12
წარმომადგენელი ჩაერთო მათგან 9 ოქროს 2 კი ვერცხლის მედლის მფლობელი
გახდა.
პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ალექსი თაბუკაშვილს ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე და მმართველის მოადგილე ზაზა გულბიანი შეხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები