"ხონში და ხონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში კრიმინალური ფაქტები ხშირად ფიქსირდება, მაგრამ მალავენ.
პოლიცია თხოვს მოსახლეობას არ გაახმაურონ ფაქტი და განცხადება არ დაწერონ," - ამბობენ
ხონის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქუთაისიპოსტთან" საუბრობენ.
ნაციონალების მტკიცებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრში 9 მაღაზია გაქურდეს. ხოლო ხონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში შინაური ცხოველების ქურდობა ყოველდღიურად ხდება.
"ქუთაისიპოსტმა" ინფორმაციის გადამოწმება ადგილობრივ მოსახლეობასთან ცადა. მოსახლეობის ნაწილი კრიმინალური ფაქტების გახშირებას ადასტურებს.
ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი სმენია.
ხონის მუნუციპალიტეტში დამალული და გახშირებული კრიმინალური ფაქტების არსებობობას არ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ხონში კრიმინალური ფაქტების დამალვა არ ხდება და მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის მანძილზე არცერთი კრიმინალური ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები