სამართალდამცველებმა ხარაგაულში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანის და კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად 57
ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი“, ხოლო
საცხოვრებელი სახლიდან გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“
ამოიღო.
დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ბოლო ერთ კვირაში იმერეთში სამართალდამცველებმა კანაფის კულტივაციის
მეორე ფაქტი გამოავლინეს.
20 ივნისს პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათის რაიონში 36 ძირი კანაფი ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები