ახალი ამბები
„ვიმედოვნებთ, წლის ბოლოს ქუთაისს 24 საათიანი წყალი ექნება“ - მაია ცქიტიშვილი
FaceBook

„ვიმედოვნებთ, 2019 წლის ბოლოს ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალი“, - ეს განცხადება რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ქუთაისში გააკეთა.


მინისტრი  ქალაქში იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის წარდგენაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გარკვეულ უბნებში წყლის სისტემის ჩართვა უკვე დაიწყო.


„წყალზე რა თქმა უნდა ინტენსიურად ვმუშაობთ.  უკვე დაიწყო ეტაპობრივად ჩართვა წყალმომარაგების სისტემების იმ უბნებში, სადაც არ იყო.  იმედი გვაქვს, რომ 2019 წლის ბოლომდე ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალი“, - განაცხადა მინისტრმა.


მან, ასევე, ისაუბრა ქუთაისში რიონისპირა სახლებისა და  დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაციაზე, ასევე, საცურაო აუზის მშენებლობაზე. მინისტრის თქმით, ობიექტების დაპროექტება უალხოეს მომავალში დაიწყება.


მაია ცქიტიშვილმა  იმერეთის გუბერნატორი,  რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველთან, სოზარ სუბართან ერთად წარადგინა.


ზვიად შალამბერიძე, ბოლო სამი თვე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. იგი ამ პოზიციაზე მას შემდგე გადავიდა, რაც შავლეგო ტაბატაძემ გუბერნატორის პოსტი დატოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.