ქუთაისში სამკერვალო საწარმო “ქუთექსის” 120 მდე თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს.
მკერავი ქალების თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან შრომის პირობების
უხეში დარღვევა მიმდინარეობს. დასაქმებულები ამბობენ, რომ ერთი თვის
ხელფასი არ აუღიათ.
“ერთი თვეა ხელფასი არ მიგვიღია. 350 ლარს გვაძლევენ და იმასაც
გვამადლიან. გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვეუბნებიან ბრაკ ტანსაცმელს
კერავთო. ასევე გვიწევს არაადამიანურ პირობებში მუშაობა, “- ამბობს
თეა ცნობილაძე.
აქციის მონაწილეების ბრალდებებს “ქუთექსის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება. მისი თქმით, ხელფასი უახლოესს მომავალში გაიცემა, შეურაცხყოფების ფაქტებს კი ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები