საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.
კერძოდ, 24 და 25 აგვისტოს წვიმაა მოსალოდნელი.
25 აგვისტოს ღამის საათებში კი როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
დასავლეთ საქართველოში დღეიდან შედარებით აგრილდება და ჰაერის ტემპერატურა 25-28 გრადუსი იქნება.
საქართველოში არამდგრადი წვიმიანი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები