ვენა, ვარშავა, ვილნიუსი, კატოვიცე, პრაღა - ქუთაისიდან მგზავრები
ყველაზე მეტად ამ ქალაქებში დაფრინავენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ტოპ 5 მიმართულება
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებს ეყრდნობა.
ბოლო 6 თვის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში
მგზავრთა ნაკადი 55.40%-ით გაიზრდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
წელს უკვე 364 834 მგზავრს მოემსახურა, რაც 130 060 მგზავრით მეტი
ვიდრე 2018 წლის ამავე პერიოდში. ამ მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი
საქართველოს აეროპორტებს შორის პირველ პოზიციაზეა.
2020 წლის ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვიზეარი
ფრენებს ევროპის 39 მიმართულებით შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები