ქუთაისში, ტრადიციული ღონისძიება ,,ზაფხულის საღამოები',
შესაძლოა აგვისტოს ბოლომდე არ ჩატარდეს.
მერიაში დანამდვილებით არ იციან, როდის გამოცხადდება ტენდერი.
ჯერჯერობით არც ის იციან, როდის და სად გაიმართება
ღონისძიებები, რომელიც უკვე სამი წელია რეგულარულად
ტარდება.
,,ზაფხულის საღამოები’’ ქუთაისში მერიის ორგანიზებით პირველად
2016 წელს გაიმართა. პროექტი რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას
მოიცავს. პროექტის ფარგლებში ქალაქის რამდენიმე უბანში იდგმება
ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ეწყობა ფილმის ჩვენებები და
დასასრულს იმართება კონცერტი.
მასალის გამოყენების პირობები