ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ, ერთ წელზე მეტია, დროშა ვერ დაკიდა
FaceBook
ქუთაისის მერიას ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე, ეროვნული დროშის აღმართვის მეოთხე მცდელობა აქვს. 

ირკვევა, რომ სამი ტენდერი, წინა სამი მცდელობისთვის ისე გამოცხადდა, დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა  - ნიადაგის  შესწავლა მერიას გავლილი არ ჰქონდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ  მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება  მხოლოდ ერთი წლის და ოთხი თვის შემდეგ დაინახა. 


მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ 5 000 ლარიანი  ტენდერი (NAT190014310) სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა. სწორედ იმ დროს, აპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებზე, პირველი ელექტრონული შესყიდვაც  (NAT180003520) გამოცხადდა,  რომლის ღირებულება 4 500 ლარს შეადგენდა. თუმცა, პირველი ტენდერი არ შედგა.

მერიამ მეორე ტენდერი დროშის მოწყობის სამუშაოებზე გამოაცხადა,   (NAT180005887) რომლის ღირებულებაც   65 000 ლარს აჭარბებდა. ეროვნული დროშის აღმართვისთვის აღნიშნული თანხის დახარჯვა ადგილობრივმა ოპოზიციამ გააპროტესტა, რომლის შემდეგაც მერიამ ტენდერი შეწყვიტა, ცოტა ხანში კი განაცხადა, რომ ინდურმა კომპანიამ ქალაქს  დროშის 46 მეტრიანი დგარი აჩუქა და ეროვნული სიმბოლიკის მოწყობის სამუშაოები კვლავ ტენდერზე გაიტანა. მესამედ გამოცხადებული ტენდერის (NAT190004381) ღირებულება 36 299 ლარი იყო. თუმცა, არცერთ ჯერზე, მიწის შესწავლა არავის გახსენებია, რასაც მერია  ამჯერად, მეოთხე ტენდერით ცდილობს. 


ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ  პირველივე ტენდერი, რომელიც საპროექტო სამუშაოებს ითვალისწინებდა, მიწის  გეოლოგიურად შეუსწავლელობის გამო ჩაიშალა. 

"ადგილი სადაც დროშა უნდა დაიდგას,   არ იყო გეოლოგიურად შესწავლილი. 5 000 ლარიანი ტენდერით მოხდება სამუშაოების  დაპროექტება და იმის განსაზღვრა,  სად უნდა დაიდგას დროშა. უშუალოდ დროშის დადგმაზე კი  ტენდერი ცალკე გამოცხადდება", - ამბობენ მერიაში.  


ბოლო ტენდერის პირობების მიხედვით, დროშა  36 მეტრის სიმაღლეზე უნდა აღმართონ. ეროვნული სიმბოლიკის  ქვეშ  ოთხ სანათი დამონტაჟდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.