ახალი ამბები
ქუთაისში რესტორნის ხმაურით შეწუხებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა  #60-ში მცხოვრები ეფრემიძეები დახმარებას ითხოვენ.

ოჯახის დიასახლისის, ნინო გეგეჭკორის თქმით, პრობლემა მათი სახლის წინ რესტორნის მოწყობის შემდეგ შექმნილი გაუსაძლის საცხოვრებელი გარე მოპირობებია.  ნინო გეგჭკორი ამბობს, რომ დღე-ღამის განმავლობაში რესტორან „სანაპიროს“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გადაჭარბებული ხმაურია, რის გამოც მცირეწლოვან ბავშვსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაძინებაში ხელი ეშლება.

„ერთი პრობლემა პარკირებაა და მეორე ხმაური. "სანაპიროს" სტუმრები გვიან ღამით 2-3,  ზოგჯერ 4 საათზეც კი რესტორნის წინ გამოდიან და ხშირად ჩხუბობენ. ხანდახან ისეთი წივილ-კივილია, შეუძლებელია საკუთარ სახლში გაჩერდე და თავი მშვიდად იგრძნო. არაფერს ვამბობ, კვამლსა და ცეცხლის ფერფლზე, რის გამოც, მთელი ზაფხული ფანჯრები ვერ გავაღეთ. ამ პრობლემების მოწესრიგების თხოვნით რამდენჯერმე მივმართე რესტორნის ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. მართალია, ბოლო რამდენიმე დღეა პარკირების საკითხი მოაგვარეს, მაგრამ ხმაურს ვერაფერი მოვუხერხეთ და ვითხოვთ დახმარებას", - ამბობს ნინო გეგეჭკორი.

რესტორან "სანაპიროს" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დაწესებულება ღამის 12 საათამდე მუშაობს. ამავდროულად, არც იმას უარყოფენ, რომ ბოლო კლიენტის წასვლამდე არ იხურებიან. მენეჯერის თქმით, რესტორნის გარეთ გასული ხმაური მათ არ ეხებათ და ქუჩაზე გასული სტუმრის საქციელზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

“პარკირების პრობლემა მოვუგვარეთ და ქუჩაში თუ ვინმე გავა და წივილ-კივილს დაიწყებს, ჩემგან გასული იქნება, თუ სხვისგან, მაგას ვერ გავარკვევ მე ვერანაირად და მაგისთვის არის პატრული ან დაცვის პოლიცია. ყველა გვემსახურება ჩვენ,” - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი ფირცხალავა.  ამავდროულად   იმასაც აცხადებს, რომ ეცდებიან ეფრემიძეების ოჯახი დაწესებულებით ნაკლებად შეწუხდეს და ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ რესტორნის ხმაურით შეწუხებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს წერილობით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც სპეციალისტები საქმეს შეისწავლიან. 

ეფრემიძეების ოჯახი მერიისთვის მიმართვას გეგმავს. 

საქართველოში 2017 წლის 15 აგვისტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება, რომელიც გადამეტებული ხმაურისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს. 2018 წლიდან კი კანონის აღსრულება ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა.

ცვლილებების თანახმად, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიაზე, ასევე, საზოგადოებრივი ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას გამოიწვევს, 1 წლის განმავლობაში მეორედ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. თუ იგივე ქმედება მესამედ ან მეტჯერ იქნა ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 300 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარამდე გაიზრდება.

ასევე, აკუსტიკური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ფიქსირდება ხმაური, მაშინ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ხმაური, უნდა უზრუნველყონ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული ხმაურის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.