ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამაგრილებელი სასმელების მაცივარი გატეხეს.
დაზარალებულის თქმით, წაღებულია გამაგრილებელი, გაზიანი სასმელების
რამდენიმე ბოთლი.
“მოვედი და მაცივარი გატეხილი დამხვდა. დაახლოებით, 50 ლარის ზარალი
მივიღეთ,”- ამბობს გამყიდველი, თამთა დოლაბერიძე.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები