ქუთაისის მერია პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს, გოგი წულაიას ბრიფინგს პასუხობს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია არასწორია."გიორგი წულაიამ ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ
მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ
შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს. რეალურად,
ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი
დახარჯა", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები