სარაგბო კლუბ "ლელოდან" გათავისუფლებულ მორაგბეს, თორნიკე ცერვაძეს
მომხდარზე საუბარი არ სურს.
"არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არ ვაკეთებ კომენტარს", - ამბობს იგი.
თორნიკე ცერცვაძეს კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა,
რაც მისი ძმის საწარმოს, შპს "მაკნატუნას" მიერ პროდუქციის
ანტისაოკუპაციო წარწერებიანი შეფუთვით გამოშვებას დაემთხვა.
"მაკნატუნას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა , დავით ფხაკაძემ
ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ძმა ოკუპაციის
გასაპროტესტებლად აქციებზე აქტიურად დადიოდა და მზესუმზირას
არიგებდა, კლუბიდან მისი გაშვებაც ამას უკავშირდება.
მომხდარზე საუბარი არ სურთ სარაგბო კლუბ "ლელოში". კლუბის
წარმომადგენელი შეკითხვებმა გააღიზიანა.
" ვიცი რისთვისაც მირეკავთ, მაგრამ დაუკავშირდით რაგბის ფედერაციას" -
განაცხადეს კლუბში.
ამასთანავე, საწარმოს მეწილე ღიად საუბრობს მის ბიზნესზე დაწყებულ
პირდაპირ ზეწოლაზე, რაც მათ მიერ პროდუქცია წარწერით
"რუსეთი ოკუპანტია" შეფუთვას მოჰყვა.
ახალი შეფუთვით პროდუქციის რეალიზაციიდან რამდენიმე დღეში,
შემოსავლების სამსახურმა, რომელიც საწარმოში შემოწმებას გასული წლიდან
ახორციელებს, აუდიტის მოწვევა მოითხოვა.
დავით ფხაკაძე ამბობს, რომ პროცესების გააქტიურება ოკუპაციის
წინააღმდეგ მათ მიერ გამოთქმულ პროტესტს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები