ქუთაისის #38 საკარო სკოლის დირექტორი, გივი ჯავახაძე აუდიტის დასკვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა უკვე მოაწერა.
თავად უკვე ყოფილი დირექტორი არც ბრძანებას და არც იმ დასკვნას ეთანხმება, რომელიც მისი პოსტიდან გაშვების მიზეზი გახდა. გივი ჯავახაძე მინისტრის ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამბობს, რომ საქმეში კონკრეტული ადამიანების დაინტერესება იკვეთება, თუმცა, ჯერჯერობით ამაზე ვერ ილაპარაკებს.
#38-ე საჯარო სკლაში, აუდიტის სამსახური, საგანამანათლებლო დაწესებულებაში გასულ წელს დაწყებული ხმაურიანი პროცესების შემდეგ შევიდა.
ქართული ენისა და ლიტარატურის პედაგოგი, ლალი მილორავა სკოლის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებდა და დირექციას სასამართლოშიც უჩივლა. პედაგოგი ირწმუნებოდა, რომ მას უსამართლოდ ჩამოართვეს საათები და მისი სკოლიდან გაშვება სურდათ.
გახდა თუ არა ეს დავა გივი ჯავახაძის სკოლიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი, ამაზე საუბარი არც ლალი მილორაავას სურს. იგი სკოლაში მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა
დირექციას სასამართლოში უჩივლა
მასალის გამოყენების პირობები