ძლიერი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს
სერიოზული პრობლემები შეექმნა.
დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები,
განადგურებულია საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მდინარე მუხრის ადიდების შედეგად წაღებულია 30 მეტრის სიგრძის
სატრანსპორტო გზა, რის შედეგად სოფელი ტვიბი მოწყვეტილია
გარესამყაროს. დაზიანებულია ჭველფი- ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის
ბურჯი. სოფელ მელეში ადიდებული ღელე კალაპოტიდან
გადმოვიდა და სოფლის ცენტრალური გზა დააზიანა. სოფლებში: ხელედში,
ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები.
ავარიულ მდგომარეობაშია შკედი- ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, როგორც მუნიციპალიტეტში
აცხადებენ, ძლიერი წვიმის გამო სამუშაოების შესრულება დროებით
შეფერხებულია.
მასალის გამოყენების პირობები