ქუთაისის მერია ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენასა და დარგვისთვის ტენდერს აცხადებს. 15 ცალი პალმისა და 250 ცალი ემონიუსის შესყიდვა, დარგვა და სხვა სამუშაოები "მიმწოდებელმა" ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ამასთან შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ჯანსაღი, უნაკლო და მაღალი ხარისხის, აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.თუმცა დოკუმენტში მითითებული არაა სად უნდა დაირგას ეს მცენარეები.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მერია 36`876 ლარის ღირებულების ტენდერ აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები