ბოლო 6 თვის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზვართა ნაკადი 55.40%-ით გაიზრდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო
აეროპორტი ნახევარ წელიწადში 1 870 082 მგზავრს მოემსახურა, რაც
11.64%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე.
30.01% -ით არის გაზრდილი მგავრთა ნაკადი ბათუმის საერთაშორისო
აეროპორტში, რომლითაც იანვარ-ივნისის თვეში 247 391 მგზავრმა
ისარგებლა.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა მესტიის
აეროპორტი, რაც 32.41%-ით ზრდას ნიშნავს, ხოლო, ამბროლაურის
აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო. აქ მგზავრთა ნაკადი 45.38%-ით
არის გაზრდილი.
ჯამში, 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს
აეროპორტებში 1 422 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე გასული წლის
პირველ და მეორე კვარტალში.
მასალის გამოყენების პირობები