შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო
გორგოძის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდაზე ორი დაგვიანება
დაფიქსირდა, ორივე ქუთაისიდან.
ამის შესახებ მან, მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქუთაისის საგამოცდო
ცენტრში სტუმრობისას ისაუბრა.
"უცხო ენების სესიაზე დილით აბიტურიენტების 95% გამოცხადდა. გვაქვს
ორი დაგვიანება, ორივე ქუთაისის ცენტრიდან, სამწუხაროდ", - ამბობს
სოფო გორგოძე.
სოფო გორგოძის თქმით, გამოცდები ქუთაისის ყველა საგამოცდო ცენტრში
წესების შესაბამისად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისში 1-ელ, 23-ე და 41 საჯარო
სკოლებში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები