ახალი ამბები
ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს გადმოასვენებენ
FaceBook
ინდოეთიდან საქართველოში უახლოეს პერიოდში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს გადმოასვენებენ.
სოფელ მუხრანში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორმა და მშენებლობის თანამონაწილემ ალექსანდრე ბიჭიაშვილმა განუცხადა, მუხრანში შენდება წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის საკათედრო ტაძარი, მონასტრისთვის კელიები და სატრაპეზო. ასევე, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაც.
მისივე თქმით, ტაძრის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ეწყობა სარდაფი, რომელშიც საძვალე მოეწყობა და წმინდა დედოფლის ნეშტს დააბრძანებენ.
"ტაძარი სოფელ მუხრანში პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც ადრე ნატაძრალი არსებობდა", _ აღნიშნა ბიჭიაშვილმა.
მისივე თქმით, დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთიდან, სავარაუდოდ, მალე გადმოაბრძანებენ. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.
"როგორც ვიცი, წმინდა ნაწილების გადმოსვენება მალე მოხდება. კონკრეტულად ჯერ დრო ცნობილი არ არის. წმინდა ნაწილების გამოსასყიდად თანხას არ გადავიხდით. ადრე საპატრიარქოსთან დიდ თანხებზე იყო საუბარი. არ ვიცი, ალბათ ქეთევან წამებულის სულმა ილოცა და დაგვეხმარა. უსასყიდლოდ გვაძლევენ", _ განაცხადა ბიჭიაშვილმა.
წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს აწამეს. გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს, მაგრამ მის წმინდა ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა წმიდა დედოფლის ნაწილები საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და დიდი პატივით ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, ინდოეთის არქეოლოგიური ჯგუფი წმინდა ნაწილების გადმოსაცემად დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა. ინდოეთის მხარემ უცხოეთში წმინდა ნაწილებს დნმ-ს ანალიზი რამდენჯერმე ჩაუტარა. დასტურდება, რომ იგი წმინდა დედოფალს ეკუთვნის.
ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.