ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე,
ლონდონში, ღონისძიებას "EBRD მწვანე ქალაქები: უკეთ შენება და უფრო
მდგრადი მომავალი ქალაქებისთის" იბიარდის მოწვევით ესწრებოდნენ.
ღონისძიება ლონდონის კლიმატის აქციის კვირეულის ფარგლებში, იბიარდის
სათაო ოფისში ჩატარდა.
შეხვედრა ფოკუსირებული იყო ბოლო ტენდენციებზე მწვანე ქალაქების
დაფინანსებაში. ინოვაციური ტექნოლოგიებიდან დაწყებული, მდგრად
ინფრასტრუქტურის ინვესტიცირებამდე. ღონისძიების დროს განხილული იყო თუ
როგორ მოხდება ურბანული გამოწვევების საუკეთესოდ დაძლევა და
უზრუნველყოფილ იქნება უკეთესი მომავალი, უფრო მდგრადი მომავალი
ქალაქებისა და მათი მაცხოვრებლებისათვის.
კონფერენციას ესწრებოდნენ ლონდონის ხელისუფლების წარმომადგენლები,
მერები და იბიარდის მწვანე ქალაქების ოფიციალური პირები, ფინანსური
ინსტიტუტების წარმომადგენლები, ურბანულ და კლიმატის
სპეციალისტები.
სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, ხელს შეუწყობს
ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ისინი გაიზიარებენ ერთმანეთის
გამოცდილებას მდგრად ქალაქებში ინვესტირების კუთხით. ქუთაისი ბათუმთან
და თბილისთან ერთად განიხილება იბიარდის მწვანე ქალაქების პროგრამის
პოტენციურ წევრად. ამასთანავე ქალაქი ქუთაისი, ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალურ ტრანსორტთან
დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები