სტიქიამ ონის რაიონი დააზარალა.
ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.
მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ და პატარა ღებში.
წვიმამ მთლიანად დაანგრია ხიდი და საავტომობილო გზა. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
სახელმწიფო რწმუნებულის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, პარმენ მარგველიძის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამაშველო სამსახური და ტექნიკა მობილიზებულია.
"გარდა ამისა, სახურავები გადახადა ონში რამდენიმე სახლს, ასევე გამგეობის შენობას. მოთხრილია მრავალწლიანი ნარგავები. დიდი ხე ბაგა ბაღს დაეცა. ასევე გაწყვეტილია ელექტროსადენები. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები", - განაცხადა მარგველიძემ.
bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები