ახალი ამბები
10 ვალუტა, რომელსაც გაუფასურება ემუქრება
FaceBook
"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ჩინეთის საფონდო ბირჟის და ნავთობზე ფასების დაცემის შედეგად, არაერთი ქვეყნის ეროვნულ ვალუტას გაუფასურება ემუქრება.

მათ შორის შესაძლოა აღმოჩნდეს საუდის არაბეთის ეროვნული ვალუტა რიალი, თურქმენული მანათი, სომხური დრამი, ეგვიპტური ფუნტი, თურქული ლირა, ასევე, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ნიგერიის, ზამბიისა და მალაიზიის ეროვნული ვალუტები.

როგორც "ბლუმბერგი" იუწყება, აღნიშნული ვალუტები ყახაზური ტენგეს გზას დაადგებიან, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთი საათის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 22 პროცენტით გაუფასურდა. ტენგეს გაუფასურების მიზეზი ფიქსირებული მონეტარული პოლიტიკიდან თავისუფალი ცურვის პოლიტიკაზე გადასვლას უკავშირდება. ტენგეს შემდეგ გაუფასურება დაიწყო ყირგიზულმა სომმა. ბოლო მონაცემებით, დოლართან მიმართებაში სომის ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ექსპერტების მოსაზრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება ნაწილობრივ რუსული რუბლის დევალვაციას უკავშირდება. რაც შეეხება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს, მაგალითად, ეგვიპტეს, იქ ეროვნული ვალუტის გაუფასურება პოლიტიკური ფაქტორებით იქნება განპირობებული.
bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.