„არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს, ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი“, - ეს სტროფი პაოლო იაშვილის ლექსიდან ქუთაისში, თეთრ ხიდზე ერთ- ერთ ფილაზეა ამოტვიფრული.
სახელოვან ფისფერყანწელთა წარმომგადენელი და ერთ-ერთი დამაარსებელის პოეტისა და საზოგადო მოღვაწის პაოლო იაშვილის, ასე ვთქვათ „ხილული კვალი“ და მისი სახელი ქუთაისში რამდენიმე ადგილას გვხვდება.
თეთრი ხიდი
იაშვილის სახელობის ქუჩაზე არის
სახლი, სადაც პაოლო იაშვილი ცხოვრობდა. და გამოსცემდა ორ ჟურნალს
„ოქროს ვერძს“ და „ცისფერ ყანწებს“.
დღეს შენობა კერძო საკუთრებაშია,
თუმცა მფლობელები ინახავენ და უფრთხილდებიან ისტორიულ ნივთებს და
კვალს, რაც სახლშია შემორჩენილი.
არსებობს იდეა, რომ
ქუთაისში დაიდგას პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები საამისოდ
ესკიზი უკვე არსებობს.
3 ივლისს პაოლო იაშვილის დაბადების დღეა.
მასალის გამოყენების პირობები