წმინდა ნინოს ქუჩაზე, სადაც ერთ შენობაში რამდენიმე ობიექტია
განთავსებული, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სახურავზე კაბელებს
გაუჩნდა.
შენობაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, "საქართველოს ბანკისა" და
"მაგთის" ოფისებია განთავსებული. ასევე, მდებარეობს რამდენიმე სავაჭრო
ობიექტი და საცხოვრებელი სახლები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის
ბრიგადები. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
მასალის გამოყენების პირობები