,,ჭიღვარია წადი"- ამ შეძახილით კაფე "სავანეს" მეპატრონეები უკვე
მეშვიდე დღეა აქციას მართავენ.
მათი თქმით, მერია ქალაქის ბულვარში მდებარე კაფის წართმევას
ცდილობს.
აქციის მონაწილეები ქალაქში შექმნილ პრობლემებსაც ეხმაურებიან.
მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, გადათხრილი ქუჩები, გაფლანგული
მილიონები- ეს ის პრობლემებია, რომელზეც აქციის მონაწილეები
ამახვილებენ ყურადღებას.
,,ჭიღვარია შენ გაანულე ქუთაისი. მიეცი ქალაქს საშუალება
ამოისუნთქოს"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კაფე ,,სავანე" შპს ,,ნიკოლომ" 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელების
თქმით, მათ შენობასთან ერთად მიწის ნაკვეთიც შეიძინეს, თუმცა მიწაზე
საკუთრების უფლებას მერია არ აღიარებს. ქალაქის მერიაში აცხადებენ,
რომ ბულვარის ტეროტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მისი
გასხვისების უფლება მერიას არ აქვს.
ავტორი: ლილე ბერაძე
მასალის გამოყენების პირობები