ახალი ამბები
თბილისში თავისუფლების მარშს ქუთაისიდანაც შეუერთდებიან
FaceBook
საპროტესტო მარშს თბილისში ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
ავტომანქანების კოლონა ქუთაისიდან დღის პირველ საათზე გავა. 

ქვეყნის მასშტაბით აქციები მერვე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტის მიზეზი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა. პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. რუსთავლეზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა.
თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:33 / 05.04.2025
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7
აპრილს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა და ელჭექი.
10:15 / 05.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 აპრილს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.