ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ლაშა გვენეტაძე, მას შემდეგ, რაც
კაფე "სავანეს" მეპატრონეებმა მედიარუმში გამართულ ბრიფინგზე იგი
კაფის წართმევაში დაადანაშაულეს, ადგილზე მივიდა.
დეპუტატმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ კაფეში მხოლოდ
ნაყინის საჭმელად არის ნამყოფი.
"არანაირი ინტერესი არ მქონია და არც მექნება არასდროს ორ შვილს
გეფიცებით. ორი-სამჯერ ნაყინი მაქვს ნაჭამი თქვენთან. ერთხელ
ვიკითხე რას აპროტესტებენ ეს ადამიანები ყოველდღეთქვა, მაგრამ
დავინტერესდი როგორც დეპუტატი", - განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.
.
"სავანეს" მეპატრონეებმა ლაშა გვენეტაძეს უთხრეს, რომ ისინი ამ
საკითხის მოკლევას გააგრძელებენ.
"სავანეს" მეწილეებმა, რომლებსაც ქუთაისის
მერიასთან სასამართლო დავა აქვთ, პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადს, რომ გიორგი ჭიღვარია მათთვის
ქონების წართმევას ცდილობს.
მათი თქმით, მერი ამის გაკეთებას საკრებულოს დეპუტატის, ლაშა
გვენეტაძის ხელით გეგმავს, რომელიც მასთან დაახლოებული
პირია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები