წყალტუბოს საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა
წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
საკრებულოს წევრები პროტესტის ნიშნად დღევანდელ სხდომას არ
ესწრებიან.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, სევერიან
გორდულაძის თქმით, ბოიკოტი მანამდე გაგრძელდება, სანამ საპროტესტო
აქციების მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"სოლიდარობას ვუცხადებთ აქციის მონაწილეებს და წყალტუბოც უერთდება
სხვა საკრებულოებში ჩვენი კოლეგების ბოიკოტს. სხდომებს არ დავესწრებით
მანამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები", - ამბობს
სევერიან გორდულაძე.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა საკრებულოს სხდომებს
ბოიკოტი გამოუცხადეს ქუთაისშიც.
მასალის გამოყენების პირობები