ახალი ამბები
"ჭიღვარიამ კობიაშვილს ვერ გაუბედა ჩაჩავას გაშვება" -"ლეიბორისტული პარტია" "ტორპედოს" პრობლემებზე
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის " ქუთაისის ორგანიზაცია "ტორპედოსთან" დაკავშირებულით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 
პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი კიკვაძე მომხდარში ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ჭიღვარია დროულად რომ ჩარეულიყო პროცესებში,  კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდებოდა.  ირაკლი კიკვაძე მერს ჩაჩავას მფარველობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ტორპედოს "  მეპატრონე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,  ლევან კობიაშვილის კადრია, რის გამოც,  მერმა  ჩაჩავას წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა.

"მას  ჰქონდა  უფლებაც და  ვალდებულებაც, რომ დროულად მოეხდინა  რეაგირება იმაზე, რაც "ტორპედოს" გარშემო ხდებოდა.  ჩაჩავა არის კობიაშვილის კადრი და მერმა ვერ  გაუბედა ფედერაციას,  რომ ჩაჩავასთვის  პასუხი მოეთხოვა.  შესაბამისად, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ "ტორპედო " იშლება და  კვლავ უპატრონოდ რჩება, პირველ რიგში ეკისრება ქალაქის მერს "-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ფინანსური პრობლემების გამო, "ტორპედო " დაშლის პირასაა.  კლუბი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა.  კლუბის გულშემატკივრები მომხდარში  მის მეპატრონეს,  ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ.  მათი თქმით,  ჩაჩავამ, რომელმაც "ტორპედო" აუქციონზე შეისყიდა და კლუბში ინვესტიციის ჩაგდების პირობა დადო, ფეხბურთელები მოატყუა.  ჩაჩავას კლუბიდან წასვლის მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.   აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტისგან ფინანსური პრობლემების ეტაპობრივად  მოგვარების პირობა მიიღო.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მერია ახალი ინვესტორის მოძებნას დაიწყებს.

მერის დაპირება კლუბის გულშემატკივრებისთვის საკმარისი არ არის.  ისინი მიიჩნევენ, რომ ჩაჩავას კლუბში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.



ამავე თემაზე:


ქუთაისის მერი "ტორპედოს " გულშემატკივრებს შეხვდა (ვიდეო)

"ჩაჩავა უნდა წავიდეს"- "ტორპედოს " გულშემატკივრების აქცია (ვიდეო)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.